|
2019-04-11 19:05:08, 1331 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა მიქავა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალურ დირექტორს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიურ ფორუმში WSIS Forum-2019 მონაწილეობს, ფორუმის ფარგლებში ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალურ დირექტორს, ჰუალინ ჟაოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ITU-ს ტექნიკური დახმარების ფარგლებში საქართველოში მიმდინარე პროექტები, კერძოდ, უსაფრთხო ინტერნეტის ფორმირებისა და ინოვაციების განვითარების მიმართულებით. მხარეებმა აღნიშნეს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხო ინტერნეტის ფორმირებას განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების, ხელოვნური ინტელექტის ფორმირების საკითხებზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ მადლობა გადაუხადა ჰუალინ ჟაოს საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. ლაშა მიქავამ ITU-ს გენერალური დირექტორი თბილისის ახალი აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)