|
2019-04-11 18:24:25, 1427 ნახვა
საზოგადოება
2018-2019 წლების „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში „ეტალონის“ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ჩემპიონატში აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიიდან. ჩემპიონატის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ღონისძიების მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც თითოეულ მონაწილეს უდიდესი ტკივილის დაძლევაში ეხმარება. 2018-2019 წლების „ეტალონი მოსწავლე“ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ არშბა გახდა. დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)