|
2019-04-11 13:52:08, 3200 ნახვა
მსოფლიო
Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს
ლონდონში ეკვადორის საელჩოში Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს, - ამის შესახე BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ასანჟის დაკავება ბრიტანულმა პოლიციამ მას შემდეგ შეძლო, რაც ეკვადორმა ასანჟს თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა. მედიის ცნობით, ასანჟი ლონდონის ცენტრში, პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. სკოტლანდ-იარდში აცხადებენ, რომ მოგვიანებით მისი სასამართლო პროცესი ჩაინიშნება. შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან, ჯულიან ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. შესაბამისი გადაწყვეტილება ასანჟმა იმის გამო მიიღო, რომ მისი ექსტრადირება არ მომხდარიყო. ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება 2010 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა WikiLeaks-ის მასალებში საიდუმლო მონაცემების გასაჯაროებაზე საკუთარი გამოძიება დაიწყო. WikiLeaks-ის დამფიძნებელი ჯულიან ასანჟი ცნობილი გახდა გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, რომელიც ავღანეთასა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს შეეხებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)