|
2019-04-11 09:21:34, 1476 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ვენეციის კომისიის კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რომელიც წარმატებით ვითარდება. აღინიშნა, რომ ვენეციის კომისია მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების პროცესში და ხელისუფლება კომისიის მოსაზრებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ყურადღება გამახვილდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების როლზე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის დახვეწის პროცესში და გამოითქვა იმედი, რომ ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრას ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)