|
2019-04-09 12:53:40, 3302 ნახვა
მსოფლიო
ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი რუსეთის ციხიდან გაათავუსუფლეს
ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი რუსეთის ციხიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ონიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, "შავი დელფინი" იხდიდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მან 10 წელი გაატარა და დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ის გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა ონიანის სხვა ქვეყანაში დეპორტაცია, რადგან ის რუსეთის მოქალაქე არ არის. აღსანიშნავია, რომ ბოლო საქმე რომელზეც ონიანი სასჯელს იხდიდა, ქართველი ბიზნესმენის გატაცებას ეხებოდა. გამოძიების თანახმად, 2009 წელს მოსკოვში ონიანმა თანამზრახველებთან ერთად ქართველი ბიზნესმენი ჯონი მინაძე გაიტაცა და 3 დღის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ჰყავდა დამწყვდეული. კრიმინალური ავტორიტეტი ბიზნესმენის ახლობლებისგან 500 ათას დოლარს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ მინაძე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ონიანის დაკავება მოხდა. ტარილ ონიანი, იგივე ტარო ქალაქ ტყიბულში 1952 წელს დაიბადა. პირველი სასჯელი ონიანმა 17 წლის ასაკში მოიხადა, რის შემდეგაც ის კრიმინალური ავტორიტეტი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)