|
2019-04-08 11:25:53, 2971 ნახვა
მსოფლიო
შეიარაღებული დაპირისპირება ლიბიაში - დაიღუპა 32 ადამიანი
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის საბრძოლო მოქმედებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 51 დაიჭრა, - ამის შესახებ AFP იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის რამდენიმე დღეს წინ დაიწყო. მედიის ცნობით, გაერომ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცეცხლი შეწყვიტონ, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ ევაკუაცია შეძლოს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ძალებმა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლიბიიდან თავიანთი სამხედროების ევაკუაცია დაიწყეს. ცნობისთვის, 2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს გაერო უჭერს. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც მხარს ხალიფა ჰაფტარს და მის ჯარს უჭერს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)