|
2019-04-08 11:04:20, 1499 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლლიჩიძე წარადგინა. „ჩემთვის დიდი პატივია იმ სტატუსით წარდგენა, რასაც ზესტაფონის მერობის კანდიდატი ჰქვია. მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა თავი წარმოვაჩინო ჩვენს მუნიციპალიტეტში. მჯერა თითოეული თქვენგანის, ისევე დამიდგებით გვერდში, როგორც აქამდე, ყველა იმ უსამართლობაში, რაც არ მოგვწონდა. ჩვენ ამისთვის ვართ ღია და მომართული, იმისთვის, რომ საქმე ვაკეთოთ“ - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ. ზეტაფონის მერობის კანდიდატმა მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. „ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი განხორციელდა, მაგრამ 2019 წლიდან იწყება ზესტაფონისთვის უპრეცენდენტო პროექტები როგორც ინფრასტრუქტურული, ისე წყლის და გაზიფიცირების - ტაბაკინი, კლდეთი, სადგური სვირი. თუკი სადმე, რომელიმე ოჯახს დღეს გაზიფიცირების პრობლემა აქვს, მიმდინარე წელს გაშლილია ლოკაცია და ძალიან მალე თქვენ თვითონ ნახავთ, რა შეუძლია გუნდს, რა შეუძლია ერთად დგომას. 19 მაისს თქვენი შემოხაზული ნომერი 41 ეს იქნება სიმშვიდის, სიკეთის, მეგობრული გარემოსი, ჯანსაღი ურთიერთობების ციფრი, რომელიც განამტკიცებს იმ ურთიერთობებს, რაც ზესტაფონს ტრადიციულად ჰქონდა. ზესტაფონი იყო ურთიერთობების ქალაქი , მე ასეთ ქალაქში გავიზარდე და მე მინდა ისევ იმ ზესტაფონში ვიცხოვროთ. კიდევ ერთხელ, თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადავუხადო. თქვენი მხარდაჭერით მივიღე ის გადაწყვეტილება და გამოწვევა, რასაც ზესტაფონის მერობა ჰქვია“ - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)