|
2019-04-08 10:48:40, 1339 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. თბილისის მერის დავალებით, დასახლებაში სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გარდამავალი პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებში მოეწყო 1.2 კმ სიგრძის ცენტრალური კოლექტორი. მეორე ეტაპზე, ვარდისუბნის ქუჩაზე, 2.5 კილომეტრზე, მოეწყობა 500 მმ გარე ქსელი და 100 ერთეული ჭა. „მუხიანის აგარაკებზე წყალარინების სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს. აქ მსგავსი სისტემა არასდროს ყოფილა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს სერიოზული დისკომფორტი ექმნებოდა. სამუშაოების ჩატარება გასულ წელს დავიწყეთ. პროექტი დაახლოებით, ივლისში მთლიანად დასრულდება. როგორც წყალარინების სისტემა, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება. ამ ეტაპზე ცენტრალური დაერთების სამუშაოები დასრულებულია, ახლა კი ქუჩებში დაქსელვის სამუშაოები იწყება,“- განაცხადა კახა კალაძემ. წყალარინების გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „გზა“ აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაზე 750 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები მერთან ერთად დღეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)