|
2019-04-06 14:50:56, 1791 ნახვა
კომენტარი
პრემიერი მხარდამჭერებს - გპირდებით, ზუგდიდში იქნება ყველაზე თანამედროვე სკოლები, ბაღები და უმაღლესი სასწავლებლები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, განათლების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. მან ზუგდიდის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ქალაქში ყველაზე თანამედროვე სკოლები, ბაღები, უმღლესი სასწავლებლები და სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციები იქნება. „რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ჩვენი ეროვნული იდეა, რომელიც დაგვეხმარება, დავძლიოთ ჩვენი სამშობლოს წინაშე არსებული ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს ეროვნული იდეა არის განათლება, რომელსაც ასე დიდ პატივს სცემენ ზუგდიდში. გპირდებით, სწორედ ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც იქნება ყველაზე თანამედროვე და მაგარი სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ყველაფერი საუკეთესო, რაც განათლებას უკავშირდება“, - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი (გეგა) შენგელია წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)