|
2019-04-05 14:52:26, 1671 ნახვა
კომენტარი
ჯაში აბიტურიენტებს - საგანგაშო არაფერია, კანონპროექტი ტექნიკური პრობლემის გამო ჩავარდა, გუნდის გადაწყვეტილება ძალაში რჩება
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩავარდნა ტექნიკური შეცდომის გამო მოხდა. მისივე თქმით, გუნდში პოლიტიკური გადაწყვეტილების და პოზიციების შეჯერების პრობლემა არ არსებობს. „პირველ რიგში მინდა მივმართო მოსწავლეებს და აბიტურიენტებს და დავამშვიდო საგანგაშო არაფერია. აღნიშნულით არ იცვლება ის მოცემულობა და გადაწყვეტილება რომელიც გუნდს აქვს მიღებული. ამ კანონს ორი მოსმენით, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით ქონდა მხარდაჭერა. ამდენად გუნდში მხარდაჭერის პრობლემა არ არსებობს. რამდენიმე კოლეგამ აღნიშნა კიდეც, დარბაზში არსებობს ტექნიკური და აკუსტიკასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით არაუგვიანეს 16 აპრილისა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნება განმეორებით კენჭისყრაზე. არ იმას გამოვრიცხავ, რომ დღესვე მოგვეცეს განმეორებითი კენჭისყრის საშუალება. დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე ორი მოსმენით გამოხატეს მხარდაჭერა აღნიშნული კანონის მიმართ. ამდენად, ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების და პოზიციების შეჯერების პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყო“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. შეგახსენებთ, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო. საკითხი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაჩქარებული წესით გამოიტანა, მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონის მისაღებად კი, 63 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)