|
2019-04-05 13:06:48, 1204 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 74% ეკლესიას სრულიად ენდობა - TI-ის კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 74% ეკლესიას სრულიად ენდობა. კვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტებიდან, მოსახლეობა ეკლესიას (ან სხვა რელიგიური აღმსარებლობის ორგანიზაციებს) ყველაზე მეტად ენდობა. მოსახლეობის 17% ნაწილობრივ ენდობა ეკლესიას, 5% უფრო ენდობა, ვიდრე არა, ხოლო 4% საერთოდ არ ენდობა. ამავე კვლევის თანახმად, ნდობის თვალსაზრისით მეორე ადგილზე არიან მასწავლებლები (62%), ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებს ექიმები (47%) და პოლიცია (48%) ინაწილებენ. აღნიშნული კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“(CRRC) ჩაატარა. მთელი საქართველოს მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება, საშუალოდ, 2.3%-ია.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)