|
2019-04-05 11:45:54, 1231 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა
დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩა N2, პეტრიწის ქუჩა N27ა და პეტრიწის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი, ჯამში, 4 500 კვ.მ ფართობზე დაიგო, მოეწყო ბორდიური, თავდადებულის N2-ის მიმდებარედ კი, საფეხმავლო ბილიკი მოწესრიგდა. მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „დიდ დიღომში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. თავდადებულისა და პეტრიწის ქუჩებზე მცხოვრები 318 ოჯახი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, კეთილმოწყობილი და კომფორტული გზით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. დიდი დიღომში, ასევე, პეტრიწის ქუჩა N2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაც წესრიგდება, სადაც ასფალტის საფარის დასაგებად, გზის საფუძველი მზადდება. სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „სკინჩი“ ახორციელებს.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)