|
2019-04-04 19:21:24, 1869 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია თავდაცვის უწყების მიმართ გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და ბრალდებებს პასუხობს
„იმის მტკიცება, რისი ფაქტიც არ არსებობს, არის ელემენტალურად იმ ეთიკური ნორმების დარღვევა, რასაც ჟურნალისტიკა უნდა აკმაყოფილებდეს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტში გამოსვლისას სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციებს. ლევან იზორიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე თავდაცვის უწყებისა და თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით გასული სიუჟეტები გაიხსენა. მინისტრის შეფასებით, მსგავსი ინფორმაციები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება, თითოეულ ჯარისკაცსა და ოფიცერს ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს: „როდესაც ჯარისკაცს ეუბნები, რომ სისტემური პრობლემებია, შიმშილის პირას ხარ მისული, იმიტომ რომ თურმე ხორცით უზრუნველყოფა უწყვეტად აღარ ხდება, თურმე უნიფორმით მომარაგება აღარ ხდება, ბუნებრივია, ეს არის პირველი ფსიქოლოგიური და საინფორმაციო დარტყმა და შესაბამისად, ამაზე მწვავე რეაქცია მექნება“, - განაცხადა ლევან იზორიამ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართული ჯარის რეპუტაციისა და ავტორიტეტის დაცვის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)