19:25 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 19:21:09, 2981 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ლოჯისტიკის მიმართულებით და თავდაცვის უწყებაში წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ საჯარო მოხელეთა რაოდენობა შევზღუდეთ, რომელიც ისარგებლებდა სამსახურეობრივი ავტომანქანებით და ამით წლის განმავლობაში 222 ათასი ლარი, ასევე საწვავის ხარჯები დავზოგეთ; თუ 2012 წელს საწვავის ხარჯი 35 მილიონ ლარს შეადგენდა, ახლა 12 მილიონი იხარჯება. 2011-2012 წელს საიდუმლო შესყიდვები საეჭვო გარემოებებით 46%-56%-ი ხორცილედებოდა, მიმდინარე და გასულ წლებში მხოლოდ 16% გვაქვს საიდუმლო შესყიდვები. ამ სტანდარტს კიდევ უფრო დავწევთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრმა უწყების ხარჯები წლების მიხედვით განიხილა - „2018 წელს 850 ათასი ლარით დაიზოგა 2017 წელთან შედარებით. 2011-2012 წლებში ეს იყო 3 მილიონ 132 ათასი, 2012 წელს კი, 3 მილიონ 2 ათასი. თითქოს, ხარჯები იყო გაბერილი 2017 წელს. ეს იყო განპირობებული უპრეცედენტო დინამიკით, რომელიც 2017 წელს გვქონდა. ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციის ვიზიტი 350 ათასი ლარის მობილიზება მოხერხდა, ეს ყველაფერი ხორციელდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, რათა უკეთესად წარმოჩინდეს ქვეყანა. 2017 წელს ჩატარდა ორი მნიშვნელოვანი კონფერენცია, რაც ასევე გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. ეს ცხადყოფს, თუ როგორ ვუფრთხილდებით წარმომადგენლობით ხარჯებს“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics