09:32 - 07 Jul, 2026
|
2019-04-04 18:12:05, 1690 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერის მოადგილე: საბიბლიოთეკო რეფორმის ფარგლებში 320-ვე ბიბლიოთეკარი სამსახურს შეინარჩუნებს
ჩვენ ვგეგმავთ თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკების მშენებლობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სოფიო ხუნწარიას განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს რეფორმა და მის ფარგლებში 320-ვე ბიბლიოთეკარი შეინარჩუნებს სამსახურს. გარდა ამისა, დაიწყება წიგნის საცავების მოწესრიგება, ხოლო მოგვიანებით ბიბლიოთეკების სარემონტო სამუშაოები. „რასაკვირველია, საუბარია წიგნადი ფონდების შევსებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ მედიათეკები მულტიფუნქციურია და მულტიმედიურია, წიგნი არის მთავარი და ჩვენი პრიორიტეტია მკითხველთა რაოდენობა გავზარდოთ“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)