|
2019-04-04 17:28:54, 1726 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი იზორიას - როგორ მოახერხეთ, რომ შევარდნაძისა და საბჭოთა ჯარის ტრადიციები ქართულ არმიაში დააბრუნეთ
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მტკიცებულებების გარეშე ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამით ნადირაშვილმა მინისტრს იმ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც ის წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო რესურსების ხარჯვაზე საუბრობდა. „თუ ვინმეს დაჰყავდა თავისი ოჯახის წევრი საწვავით, რომლითაც არ უნდა ევლო, გამოიძიეთ, გამოიტანეთ, და ეს ადამიანები დასაჯეთ....უკვე 7 წელია ხელისუფლებაში ხართ, ძალიან უხერხეულია ასე გვარების ბრახუნი. მეც შემიძლია ასე გამოვიშვირო თქვენკენ ხელი და ვთქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო კონტრაბანდაში, მაგალითად სიგარეტის", - მიმართა დეპუტატმა მინისტრს. ირმა ნადირაძემ გამოსვლისას კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქართული არმია შევარდნაძისა და საბჭოთა არმიას დაემსგავსა. როგორ მოახერხეთ, რომ შევარდნაძისა და საბჭოთა არმიის ტრადიციები დააბრუნეთ ქართულ ჯარში. ვგულისხმობ კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ფაქტს“, - აღნიშნა ნადირაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)