09:32 - 07 Jul, 2026
|
2019-04-04 16:30:06, 1638 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი ოპოზიციას - დამელოდეთ ცოტა ხანი, ჩემი გამოსვლით იდილიას დაგირღვევთ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების თინა ბოკუჩავას და სალომე სამადაშვილის ბრალდებებს პასუხობს, რომელიც თავდაცვის უწყებაში შესაძლო კორუფციის საკითხს ეხება. „ქალბატონმა სალომემ გაუგონარი კორუფცია არისო დღეს თავდაცვის სამინისტროში და ქალბატონმა თინა ბოკუჩავამაც აქ სურათები ააფრიალა. დამელოდეთ ცოტა ხანი, ჩემი გამოსვლაც იქნება და იდილიას ნამდვილად დაგირღვევთ. დაპატიჟეთ და გააცანით ის დოკუმენტაცია, სადაც არის რეალური კორუფცია, მაგრამ ქალბატონი სალომე არ გახლავთ“, - მიმართა სესიაშვილმა ოპონენტებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენენ. ოპოზიციურმა დეპუტატებმა მინისტრი უწყებაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)