|
2019-04-04 15:53:28, 1575 ნახვა
პოლიტიკა
კაკულია იზორიას: ცოტა გაოცებული ვარ, 2 საათია საუბრობთ და რუსეთი საერთოდ არ გაჟღერებულა
2 საათია საუბრობთ და რუსეთი არ გაჟღერებულა საერთოდ, - ამ სიტყვებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ თავდაცვის მინისტრ, ლევან იზორიას პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც „მინისტრის საათი“ მიმდინარეობს. დეპუტატის განცხადებით, ის ცოტა გაოცებულია ამ ფაქტის გამო. „ცოტა გაოცებული ვარ, მართალი გითხრათ. 2 საათია საუბრობთ და სიტყვა რუსეთი არ გაჟღერებულა საერთოდ. თქვენ იმედია არ ხართ უწყება, დაკომპლექსებული იმ ძალიან უჩვეულო მოვლენით ამ ქვეყანაში, რომელსაც ადგილი აქვს და ეს არის ასეთი რამ - ვიცით, რომ არსებობს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუსული ორიენტაციის ძალა ამ ქვეყანაში, რომელიც თავისი მიზნის მისაღწევად ცხადია, იყენებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ნატოსკენ მიმავალ გზაზე“, - მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თავდაცვის მინისტრს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)