|
2019-04-03 15:02:41, 1296 ნახვა
პოლიტიკა
„უზრუნველყავით საფუძვლიანი გამოძიება ია კერზაიაზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის საქმეზე“ - ევროპარლამენტარები პრემიერს მიმართავენ
ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, ზუგდიდის #6-ე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გამოძიება დროულად მოხდეს. ევრო დეპუტატების განმარტებით, საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება. “ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები მოგმართავთ, უზრუნველყოთ სასწრაფო და საფუძვლიანი გამოძიება ზუგდიდის ნომერ მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიაზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის საქმეზე, მისი გარდაცვალების მიზეზების დასადგენად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინსულტამდე რამდენიმე დღით ადრე, მან საჯაროდ განაცხადა მასზე განხორციელებული ძლიერი ზეწოლის შესახებ, რაც მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, ახლანდელი საქართველოს პრეზიდენტის სასარგებლოდ კამპანიაში მონაწილეობას გულისხმობდა. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წლის განმავლობაშ 8 სკოლის ინსპექტირება ჩაატარა, აქედან 7 ნოემბრის თვეში განხორციელდა, საპრეზიდენტო არჩვენების პირველ და მეორე ტურს შორის. ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ველით, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოს, რომ მომავალ არჩევნებში საჯარო მოსამსახურეები არ გახდებიან რაიმე სახის ზეწოლის ობიექტები“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)