|
2019-04-02 18:30:18, 1499 ნახვა
პოლიტიკა
მერაბ ქვარაია: ივანიშვილის ინიციატივა ხიბულაში გაკეთდეს სახლ-მუზეუმი ეროვნული და საშვილიშვილო საქმეა
ივანიშვილის ინიციატივა ხიბულაში გაკეთდეს სახლ-მუზეუმი ეროვნული და საშვილიშვილო საქმეა, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა ის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმიანება „ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომ ხობის მუნიციპალიტეტში სოფ. ხიბულაში, ოჯახში, სადაც ცხოვრების უკანასკნელი დღეები და წუთები გაატარა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, გაკეთდეს მისი სახელობის მუზეუმი, ეს არა მარტო მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმეა, არამედ ჭეშმარიტად ეროვნული , საშვილიშვილო ინიციატივაა. ეს ადგილი გახდება სიმბოლო ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულის, ერთგულების, თავგანწირვის და ყოველთვის გაახსენებს მომავალ თაობებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირების ღვაწლსა და თავდადებას“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მერაბ ქვარაიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)