|
2019-04-02 15:41:10, 1433 ნახვა
კომენტარი
კალაძე საჯარო ბაღებში გამოვლენილ დარღვევებზე - ჩვენი მხრიდან ყოველთვის განხორციელდება შესაბამისი რეაგირება და ქმედებები
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო ბაღებში გამოვლენილ დარღვევებს ეხმაურება. მისი თქმით, საბავშვო ბაღებში და არა მარტო ბაღებში არაჯანსაღი პროდუქტები არ უნდა შევიდეს და ეს ეს საკითხი გასაკონტროლებელია. „როდესაც დარღვევები ვლინდება, ჩვენი მხრიდან ყოველთვის განხორციელდება შესაბამისი რეაგირება და ქმედებები. შემთხვევით არ არის, რომ შემოწმებები გრძელდება და რა თქმა უნდაჩვენ მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ ყველანაირადუნდა ვიყოთ დაცულები. არა მხოლოდ საბავშო ბაღებში, არამედ ზოგადად უნდა გავაკონტროლოთ, რომ არაჯანსაღი პროდუქტებით მომარაგება არ მოხდეს. რაც შეეხება ჯარიმებს, ყველა ზომა კანონის შესაბამისად იქნება განხორციელებული“, - განაცხადა კახი კალაძემ. ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგების თანახმად ირკვევა, რომ კომპანია შ.პ.ს. ნილს ბავშვებთან შეჰქონდა არა რძის ნაწარმი, როგორც ამას კონტრაქტი ავალდებულებდა, არამედ მისი შემცვლელი პროდუქტი, რაც რიგ შემთხვევაში მცენარეულ ცხიმებზე იყო დამზადებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)