|
2019-04-02 15:29:57, 1008 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი სამუშაო შეხვედრას „სავაჭრო პოლიტიკა და რეფორმა სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის რეგულირების სისტემისათვის“ დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამუშაო შეხვედრას „სავაჭრო პოლიტიკა და საქართველოს რეფორმა სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის რეგულირების სისტემისათვის“ დაესწრო. შეხვედრის მიზანს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა. როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) და ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ და ყურადღება ამ ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზების მნიშვნელობაზე გაამახვილა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფრი რენომ ქვეყანაში სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის კუთხით არსებულ მდგომარეობას პროგრესული უწოდა და სექტორის რეფორმირების პროცესში სრული მხარდაჭერა დააფიქსირა. „დღევანდელი შეხვედრის მიზანს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე (მათ შორის აშშ-ს ბაზარზე) გატანის შესაძლებლობების განხილვა და ამ კუთხით ქართველი ფერმერების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფერმერებს და მზად ვართ აღნიშნული მიზნების მიღწევაში დახმარებისთვის“, - განაცხადა ჯეფრი რენომ. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)