|
2019-04-02 13:22:39, 1890 ნახვა
სამართალი
გახარია NGO-ებთან შეხვედრაზე - შემოდგომისთვის უნდა შევთანხმდეთ, რა სახის სისხლის სამართლის პოლიტიკა სჭირდება ქვეყანას
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და 2018 წლის დანაშაულის სტატისტიკა გააცნო. ასევე, შეხვედრაზე განხილული იქნა დანაშაულის ცალკეული მიმართულებების მიხედვით, სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების საკითხები. მინისტრის განცხადებით, სტატისტიკაზე დაყრდნობით შინაგან საქმეთა სამინსიტროში მიმდინარეობს ანალიზი, თუ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ყველა მხარის მონაწილეობით. „დღეს ჩვენ პირველ რიგში ვხვდებით ექსპერტებს, არასამთავრობოებს და ჩვენი შეხვედრის მიზანი და ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ, სხვათა შორის რაზეც ვსაუბრობთ, შეიძლება პოლიტიკური მსჯელობის საგანიც გახდეს. ჩვენ ვისაუბრებთ სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებაზე. მოგეხსენებათ, რომ სტატისტიკური აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შემდგომ, უკვე მონაცემების 1 წლის ბაზა დაგვიგროვდა და ვდგამთ შემდეგ ნაბიჯს. ეს შემდეგი ნაბიჯი გახლავთ სტატისტიკური მონაცემების ღრმა ანალიზი, რომელიც უნდა გახდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების საფუძველი, რათა ის გახდეს უფრო ეფექტური. ეს არის ამ შეხვედრების ძირითადი არსი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკაში ცვლილებები არ არის მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე, ეს გახლავთ მთლიანად მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა, საზოგადოების სამოქალაქო საზოგადოება და სხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის ექსპერტები, არასამთავრობოები, პოლიტიკური პარტიები ამ პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე დაგვიგროვდა აბსოლუტურად ლეგიტიმური, ერთი წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლის ღრმა ანალიზი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა უკვე დაიწყო და შესაბამისად ეს უნდა გახდეს საფუძველი, რომ რამდენიმეთვიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, დაახლოებით შემოდგომისთვის, ყველა მხარე ერთად შევთანხმდეთ, რა სახის სისხლის სამართლის პოლიტიკა სჭირდება ქვეყანას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ მუშაობის ძირითადი ამოცანა იქნება ეფექტურობის ზრდა. მოგეხსენებათ, რომ სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ჩვენ უკვე გვაქვს დაგროვილი, აშკარად გვიჩვენებს დანაშაულის რამდენიმე მიმართულებით ზრდას. განსაკუთრებით ეს გახლავთ ისეთი დანაშაულები, როგორიცაა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - ქურდობა, არის ასევე ფიზიკური ზემოქმედების ნაწილში დანაშაულის ზრდა, ოჯახური ძალადობა. არის მსუბუქი დაჭრების ნაწილშიც ზრდა, თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მძიმე დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული აბსოლუტურად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ამ მუხლებით ჩვენ გვაქვს იგივე მდგომარეობა ან შედარებით კლება. ზუსტად ახლა არის ის მომენტი, როცა სადაც ზრდა გვაქვს, ეს გახლავთ წვრილმანი, ყოფით ნიადაგზე სპონტანურად ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეფექტურობის და ხარისხიანი მუშაობის ხარჯზე გვქონდეს წარმატებები. თითოეული ჩვენი მოქალაქე წყნარად, მშვიდად შრომობდეს, არჩენდეს თავის ოჯახს, ზრუნავდეს თავის წარმატებულ მომავალზე. შევთანხმდეთ იმაზე, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა და დაწყებული მუშაობა, ღრმა და ეფექტური ანალიზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცვლილებებისათვის. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ძირითადი ზრდა მოდის ქურდობებზე, მიზეზი აქ შეიძლება სხვადასხვა იყოს. პირველი - ქურდობა ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გახსნადი დანაშაულია და აქ სტატისტიკის გაუმჯობესებას თავისი წვლილი ჰქონდა, თუმცა, სხვა ფაქტორებიც არის. მოგეხსენებათ, რომ სისტემა თვითონ გახდა ბევრად ჰუმანური. მაგალითად დღეს სხვადასხვა სახის წვრილმანი ქურდობისთვის შეიძლება ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმით განთავისუფლდეს და კიდევ ბევრი რამ. ამიტომ, ამას სჭირდება ღრმა ანალიზი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა იყოს უფრო ეფექტური, რამეთუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც ჩვენ მოქალაქეებს დღეს აწუხებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)