|
2019-04-01 18:17:50, 992 ნახვა
საზოგადოება
PSP-მ ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართულენოვანი სასკოლო წიგნები გადასცა
1 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას PSP-მ სასკოლო წიგნების და სასწავლო რვეულების ნაკრებები გადასცა. სახელმძღვანელოები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. სახელმძღვანელოები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს გადაეცემათ. „სასწავლო სახელმძღვანელოების შესახებ ქართულენოვან მოსახლეობას საზღვარგარეთიდან არაერთხელ მოუმართავს. განსაკუთრებული მოთხოვნაა თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიების გარეთ მცხოვრები მოსწავლეების მშობლებისგან. მათ ხელი არ მიუწვდებათ ქართულ ენაზე გამოცემულ სახელმძღვანელოებზე, თუმცა სურვილი და ინტერესი დიდი აქვთ. ამ მოსახლეობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე ძალიან სასიამოვნო და საჭირო საჩუქარი იქნება“, - აცხადებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. „PSP ქართული კომპანიაა. უკვე 25 წელია ქართულ საქმეს ვაკეთებთ და მოხარული ვართ, რომ ქართულენოვან მოსახლეობას ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ექნება. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობას გავაფართოვებთ“, - აცხადებენ პსპ-ში. პსპ-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ეს თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იდეას, უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდეს.
(R)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)