|
2019-04-01 16:23:08, 987 ნახვა
საზოგადოება
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში“ „თეგეტა მოტორსმა“ რჩეული გუნდი დააჯილდოვა
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში“ კომპანია თეგეტა მოტორსმა გამარჯვებული გამოავლინა. თეგეტას პროექტის „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“ რჩეული იდეა გახდა „Car ქესი“, რომელიც წარმოადგინა გუნდმა „პინაპელი“. „Car ქესი“ გულისხმობს მაგისტრალებზე ავტომობილების გადაადგილებისას წარმოქმნილი ქარით მიღებული ენერგიის გამომუშავებას და შემდეგ მის გამოყენებას. ინოვაციური პროექტის ავტორებს თეგეტა მოტორსმა პრიზის სახით გადასცა 5 000 ლარი. „ჩვენს მიერ შეირჩა გუნდ „პინაპელის“ პროექტი „Car ქესი“, რადგან იდეის შინაარსი სრულ თანხვედრაშია ჩვენი კომპანიის პრინციპებთან, რაც გულისხმობს გარემოს დაბინძურებისგან დაცვას და ბუნებრივი რესურსების დაზოგვას. ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პროექტმა შესაძლებელია ავტოწარმოებაში რევოლუციაც მოახდინოს და მსოფლიო დააფიქროს ალტერნატიული ენერგიის გამომუშავების ახალ მეთოდზე.“ - განაცხადა თეგეტა მოტორსის წარმომადგენელმა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების დაინტერესება მეცნიერებით, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით.
(R)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)