|
2015-06-23 13:14:16, 627 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, გრძელდება წყლის სინჯების კვლევა თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებულ წერტილებში. „დღეისათვის კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" (GWP) ერთობლივად და მისი კვლევის პარალელურად ხორციელდება სასმელი წყლის 48 სინჯის ლაბორატორიული კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წყნეთის ქუჩაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კოსტავას ქუჩასა და ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე აღებული წყლის სინჯები შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. სინჯები აღებულია ასევე სვანიძის, ატენის, გაბაშვილის, გედევანიშვილის, დოლიძის, ქარელის, ლიხაურის, ჩიქოვანის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩებიდან. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას დამატებით ვაცნობებთ. წყლის ნიმუშის აღება გრძელდება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პრევენციის მიზნით ახორციელებს ორმაგ დაქლორვას. ორმაგი ქლორირება ნებადართულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №62 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების სასმელ-სამეურნეო წყლის ქლორით გაუსნებოვნებისა და წყალსადენის ნაგებობების დეზინფექციის წესების" შესაბამისად“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, წყალი ადინონ 2-3 წუთის განმავლობაში, დააყოვნონ სუფთა ჭურჭელში და შემდეგ გამოიყენონ სასმელად.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)