13:46 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-30 19:03:37, 1395 ნახვა

საზოგადოება
მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 14-სართულიანი კორპუსების მშენებლობას მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს

მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 14-სართულიანი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, რასაც მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.

მოსახლეობის ნაწილი პარკის რეკრეაციულ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ მშენებლობას, ამ ადგილას აპირებენ 14-სართულიანი კორპუსის აშენებას, ორი უკვე დაწყებულია და მესამესაც აპირებენ. აქ არიან მოსული ამ ბარაკების მცხოვრებლები, რომლებიც აპროპტესტებენ, რომ  ჩვენი მამა-პაპა ცხოვრობდაო აქ. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ის მამა-პაპა ცხოვრობდა ერთსართულიან ბარაკებში და არა 14-სართულიან კორპუსებში. ამ სიმაღლის კორპუსები აქ საერთოდ არ უნდა აშენეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ.

ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილი კი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

მათი თქმით, კორპუსების მშენებლობა მზიურის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და ამით რეკრეაციულ ზონას პრობლემა არ ექმნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და ვაკის მაჟორიტარმა ბიძინა გეგიძემაც გააკეთა.

მისი განმარტებით, კორუსი უნდა აშენდეს, თუმცა დასადგენია რა კოეფიციეტებით განხორციელდება.

„უნდა აშენდეს, მაგრამ გააჩნია, რა აშენდება, რა გაბარიტების და როგორი ინტენსივობის კოეფიციენტით. მერიამ ნებართვები არ უნდა გასცეს არც ერთ პროექტზე, რომელიც გამოსულია ნორმებიდან“, - აღნიშნა გეგიძემ.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics