01:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 12:36:52, 844 ნახვა

საზოგადოება
დავით ებრალიძე: PUMA-ს ტიპის ვერტმფრენების შსს-სთვის გადაცემა, შეიძლება, უფრო სწორი იყოს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის დავით ებრალიძის განცხადებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენები რომელ უწყებას გადაეცემა.

თუმცა, როგორც ებრალიძემ აღნიშნა, შესაძლოა, უფრო სწორი იყოს, თუკი ვერტმფრენები თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.

„ეს არ არის გადაწყვეტილი,თავდაცვის სამინისტროს გადმოეცემა თუ სხვას გადაეცემა.შეიძლება უფრო სწორი იყოს, შსს-ს გადაეცეს, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს.მთავრობა გადაწყვიტავს ამას“,-აღნიშნა დავით ებრალიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დღეს განაცხადა, რომ PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენები მის უწყებას გადაეცემა. გომელაურის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ახლა შსს-სა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ვერტმფრენების გადასაცემად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics