|
2019-03-29 10:46:17, 1527 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო ძლიერი და პროფესიული სამოქალაქო სექტორის გარეშე წარმოუდგენელია
„საქართველო გამოირჩევა საკმაოდ აქტიური არასამთავრობო სექტორით, რომელიც ჩართულია თითქმის ყველა სფეროს პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში და მონიტორინგს უწევს მთავრობის მუშაობას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კონფერენციაზე - „ახლოს ხალხთან - უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო ძლიერი და პროფესიული სამოქალაქო სექტორის გარეშე წარმოუდგენელია. „დღეს მე მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმას ყოველწლიური მაღალი დონის კონფერენციის ორგანიზებისთვის. მისასალმებელია, რომ ეს ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა და წელს რიგით მესამე შეხვედრა იმართება. ცხადია, ეს უდავოდ მეტყველებს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნებაზე იმ საკითხში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება. ეს კონფერენცია ხელს უწყობს დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში. როგორც მთავრობის მეთაურმა, მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო მთავრობის მზადყოფნა, იყოს ამ დიალოგის აქტიური მონაწილე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ფართოდ არის წარმოდგენილი სამოქალაქო სექტორი საქართველოს რეგიონებიდან. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი და პროფესიული სამოქალაქო სექტორის გარეშე, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო გამოირჩევა საკმაოდ აქტიური არასამთავრობო სექტორით, რომელიც ჩართულია თითქმის ყველა სფეროს პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში და მონიტორინგს უწევს მთავრობის მუშაობას. განსაკუთრებით ვაფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენი არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის ნაწილიცაა. სამოქალაქო სექტორი მონაწილეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პრაქტიკულად ყველა ეტაპზე. მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ ახალი ასოცირების დღის წესრიგის ფორმირების პროცესში, რომელშიც გაწერილია 2020 წლის ბოლომდე ქვეყნის მიერ განსახორციელებელი ნაბიჯები. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, შექმნილია საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, რომელიც მონიტორინგს უწევს შეთანხმების განხორციელებას. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეროვნული პლატფორმა აქტიურად ლობირებს პარტნიორობის მიზნების შესრულებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)