|
2019-03-28 17:43:32, 1230 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის მმართველობის თემაზე მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშირისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. რიგით მე-20 კონფერენციაზე „მიწის მმართველობა და სიღარიბე 2019: ინოვაციის ხელშეწყობა" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები - მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია და იურისტი თემურ გაბრიაძე ორ თემატურ სესიაში მონაწილეობდნენ - „აღმოსავლეთ ევროპის მიწის ადმინისტრირების მაგალითები" და „მოახდენს ბლოკჩეინის ტექნოლოგია მიწის ადმინისტრირების სფეროში რევოლუციას?". „საქართველოში განხორციელებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის ინოვაციური მიდგომების", როგორც საქართველოს საექსპორტო რეფორმის შესახებ მოხსენებაში რეგისტრაციის რეფორმის პროცესში გამოყენებულ მიდგომები, რეფორმის ფარგლებში დანერგილი სიახლეები და მიღწეული წარმატებული შედეგები დეტალურად იქნა განხილული. "საქართველოს ბლოკჩეინ რევოლუციის" წარდგენისას კი საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა საქართველოში, კერძოდ კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. "საქართველოს ბლოკჩეინ რევოლუცია" კონფერენციაზე არჩეული იყო სასესიო გამორჩეულ პრეზენტაციად. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგანგებო კუთხე აღნიშნული პროექტის წარსადგენად, სადაც ასევე განთავსდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა. საქართველოს კუთხეში საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა კონფერენციის ყველა დაინტერესებულ სტუმარს მათთვის საინტერესო საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ამასთან, კონფერენციის მიმდინარეობისას, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტთან" დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, პროექტის ხელმძღვანელთან და კონსულტანტებთან. შეხვედრაზე პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობები განიხილეს. მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენცია „მიწის მმართველობა და სიღარიბე" წარმოადგენს მთავარ გლობალურ ღონისძიებას მიწის მმართველობის სფეროში, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში 25 მარტს დაიწყო და 29 მარტს დასრულდება, განიხილება შემდეგი საკითხები: ეკონომიკური კვლევა და ზეგავლენის შეფასება, მიწის პოლიტიკა და ეკონომიკა, მიწის ბაზარი და მისი სტრუქტურული ცვლილება, მიწის და ადამიანის უფლებები, ბუნებრივი რესურსების მართვა, სოფლის მეურნეობისა და სასარგებლო წიაღისეულის საკითხები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ურბანული დაგეგმარება, მიწის ზედაპირის გაციფრულება (ლიდარი) და მიწის სარგებლობის პოლიტიკა, მონაცემთა ინტეგრირება და სერვისების მიწოდება; ინსტიტუციური ინოვაცია და კერძო სექტორის მონაწილეობა, მიწის მონაცემების შეგროვება და ანალიზი და სხვა. ღონისძიების ფარგლებში ასევე განიხილეს უახლესი მიღწევები და რეფორმები მიწის მმართველობის სფეროში.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)