|
2019-03-28 12:20:33, 1212 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საჯარო მეტყველების რიგით მეხუთე კონკურსი გაიმართა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით 16-17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელი ნიცა სირაძე ერთი კვირით ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში. საჯარო მეტყველების კონკურსის 10-მა მონაწილემ წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადა თემაზე - „ტყუილი სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ჭეშმარიტება დროს უძლებს“. წელს კონკურსში მონაწილეობა 95-მა ახალგაზრდამ მიიღო. „განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკს არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული. საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აღნიშნულ კონკურსს მე-9-ე წელია უჭერს მხარს. მიგვაჩნია, რომ საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია ინგლისური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საჯარო მეტყველების კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში კიდევ ერთი ახალგაზრდა გაემგზავრება. საერთო ჯამში, 8 წლის განმავლობაში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ლონდონში უკვე 7 ახალგაზრდა გაემგზავრა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. საჯარო მეტყველების კონკურსი საერთაშორისო პროექტია, რომლის განხორციელებითაც საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ახალგაზრდების საერთაშორისო ორატორთა კონკურსის ფინალში მონაწილეობას, რომელიც წელს ლონდონში 39-ედ იმართება.
(R)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)