|
2019-03-26 14:19:59, 1165 ნახვა
საზოგადოება
სოფო კილაძე: 18:00 საათიდან ბავშვები მშობლის თანხლების გარეშე ღამის კლუბში არ დაიშვებიან
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვები მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე ღამის კლუბში 18 საათის შემდეგ არ დაიშვებიან. კომიტეტის სხდომაზე სადაც ბავშვთა კოდექსს განიხილავენ, კილაძემ განმარტა, რომ მანამდე კოდექსში იყო უზუსტობა, კერძოდ კი არ იყო მითითებული დრო, თუ რომელი საათიდან არ იქნებიან ბავშვები ღამის კლუბებში დაშვებული. "64-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩვენ გვქონდა, რომ 24 საათამდე ბავშვები არ დაიშვებიან ღამის კლუბში, მაგრამ რომელი საათიდანო სწორი შენიშვნა იყო და ჩვენ ჩავწერეთ, რომ 18 საათიდან", - აღნიშნა კილაძემ. ბავშვთა კოდექსის პროექტის მიხედვით, მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში [ღამის კლუბებში] ბავშვის მონაწილეობა 24 საათამდე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლებითაა დასაშვები. რას მოიცავს ბავშვთა კოდექსის 64-ე მუხლი - "ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც საცეკვავო ღონისძიება ატარებს კულტურული შინაარსის ღონისძიების სახეს და შეთანხმებულია საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. 3. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურები. 4. ამ მუხლის მოთხოვნების დაუცველობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას".
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)