|
2019-03-25 11:10:16, 2731 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - საქართველოსთან ვმუშაობთ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები დავძლიოთ
„ნატო რა თქმა უნდა აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბარი“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნლისტის მიერ დასმულის კითხვის საპასუხოდ განცხადა. სტოლტენბერგმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ინტერესები აშკარაა და ამას ადასტურებს ხომალდები უკრაინის საზღვართან. „მინდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხზე ჩემი პასუხი გაგაცნოთ,უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი კონსტრუქციები ჩალაგდა, ყირიმის ანექსიის, რუსეთის მოკალათების კუთხით შავი ზღვის საზღვარზე. უკრაინის საზღვარზე ხომალდები განლაგებულია და ეს მეტყველებს რუსეთის ინტერესებზე. ნატო, რა თქმა უნდა, აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბარი. ჩვენ უფრო მეტი საზღვაო ხომალდები გვაქვს, უფრო მეტი სამხედრო თანამშრომელი გვყავს, მათ შორის, რუმინეთში და სხვა ქვეყნებში და პარტნიორებთან ვმუშაობთ, მათ შორის საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ პრინციპში ორი ხომალდია შავი ზღვის აკვატორიაში, ერთი დიდი ბრიტანეთიდან, მეორე არის ფრანგული ხომალდი და რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე ნატოს ხომალდი მონაწილეობას იღებდა პოსეიდონის სახელობის სწავლებაში, იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება განაღმვა მოხდეს აკვატორიაში. მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება თურქეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთზე, რომელიც შავი ზღვის მოსაზღვრეები არიან. ჯამში გაზრდილია აქცენტები შავი ზღვის უსაფრთხოების. საქართველოში ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რომ გამოწვევები რასაც ვხედავთ იქნეს დაძლეული და თანამშრომლობა გრძელდება საქართველოს საზღვაო ნაწილთან იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტი შევძლოთ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)