19:39 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-24 18:36:06, 1333 ნახვა

პოლიტიკა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა. მასთან ერთად საქართველოში ჯეიმს აპატურაიც ჩამოვიდა. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. 

ნატო-ს გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებსაც დაესწრება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობენ.

იენს სტოლტენბერგს თბილისის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. დავით ზალკალიანმა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ვიზიტი ტარდება ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ და მთლიანად, ერთი კვირა არის უაღრესად ინტენსიური, ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში. ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, რომელიც ასევე ემთხვევა ნატო-ს სწავლებას და ეს სწავლება პირველია, რომელიც წვრთნისა და შეფასებების მისიის ეგიდით. ამავე კვირაში, ჩვენ გვაქვს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა საქართველოში. საქართველოს ეწვევა ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გენერალიტეტის წარმომადგენლობა, საკმაოდ მაღალი და ამავე კვირაში, მე მექნება ბრიუსელში ნატო -საქართველოს საბჭოს ფარგლებში, ცალკე შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება შავი ვის უსაფრთხოების საკითხებს. ერთ კვირის განმავლობაში, ასეთი ინტენსივობით და ასეთი დატვირთვით ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში საქართველოს დღის წესრიგში ყოფნა, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ პრიორიტეტულია საქართველო ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics