|
2019-03-24 16:19:14, 1043 ნახვა
საზოგადოება
მექანიკური ავტომობილზე გადაკეთების წესების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შევიდა
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში მთავრობამ ცვლილება შეიტანა. ამის შესახებ მთავრობის 15 მარტის დადგენილებაშია აღნიშნული. დადგენილების მიხედვით საქმე ეხება გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებას. ახალი დადგენილების მიხედვით, ავტომობილის მფლობელი ვალდებული იქნება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების და ამ ცვლილების რეგისტრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება განახორციელოს. რაც შეეხება გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშს, ის უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაზე ინსპექტირების ანგარიშის სარეგისტრაციო ნომერს, თარიღს; ინსპექტირების ცენტრის დასახელებას; ინსპექტირების ცენტრის მისამართს, ტელეფონის ნომერს; ინსპექტირების ცენტრის ხელმძღვანელის გვარს, სახელს; ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მოწმობის ნომერს; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლების საწყის მონაცემებს, როგორიცაა: მფლობელი; VIN კოდი (საიდენტიფიკაციო ნომერი); დამამზადებლის საფირმო დასახელება; მარკა და ტიპი ან/და მოდელი; ძრავას მარკა; ძრავას მუშა მოცულობა (სმ3) და სიმძლავრე (კვტ/ცხძ); სრული მასა, კგ; აღჭურვილი (საკუთარი) მასა, კგ; ღერძებზე მოსული მასები დატვირთვით, წინა/უკანა, კგ; ღერძებზე მოსული მასები დატვირთვის გარეშე, წინა/უკანა, კგ; გაბარიტული ზომები, მმ; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგად შეცვლილ მახასიათებლებსა და მათ მნიშვნელობას; დასკვნას ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით; ინსპექტირების ცენტრის პასუხისმგებელი პირის გვარს, სახელს, ხელმოწერას, ბეჭედს. ტექნიკური რეგლამენტი ქვეყანაში 2014 წლიდან მოქმედებს. შესაბამისად ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ ან რეგისტრაციისათვის განკუთვნილ მოპედის გარდა ყველა სახის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე. ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელზეც ხდება აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება, მოხსნა, დაყენება და პარამეტრების შეცვლა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)