|
2019-03-23 13:39:00, 1822 ნახვა
საზოგადოება
„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე“ - აქცია სოფელ ფრეზეთში
"ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე" - ამ სლოგანით კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის აქცია დუშეთის რაიონის სოფელ ფრეზეთის მოსახლეობას ჩაუტარეს. ქირურგიის ეროვნულ ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, ონკოლოგია, სხივური თერაპია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა. აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები აწარმოეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა. აქციაში მონაწილეობდნენ: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი. გაისინჯა 90 პაციენტი, მათ ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ის, რომ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა გასინჯული პაციენტები უზრუნველყო საჭირო მედიკამენტებით. კ. ერისთავის სახ.ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან დღემდე.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)