|
2019-03-22 14:46:57, 1212 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „ფეიქ პარტიების“ შექმნის პრობლემა შესაძლოა, კანონმდებლობით დარეგულირდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო უბნებთან აგიტატორების დგომა, „ფეიქ დამკვირვებლების“ უბნებზე ყოფნა, ე.წ. შავი ფულის მოხვედრა საარჩევნო კამპანიაში, ასევე „ფეიქ პარტიების“ შექმნა და კიდევ რამდენიმე საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, „ფეიქ პატრიენი“ სერიოზული პრობლემაა და მათი გამოყენებით ხდებოდა, როგორც სახელმწიფო სახსრების, ასევე, უფასო საეთერო დროის მითვისება. „იყო 25 000 წუთი სარეკლამო დრო გამოყოფილი, აქ ვგულისხმობ კომერციულს და არა კომერციულს, გადანაწილებული საარჩევნო სუბიექტებზე, ამ 25 000 წუთიდან სალომე ზურაბიშვილის და ასევე, მრეწველების, რომლებიც მხარს უჭერდნენ სალომე ზურაბიშვილს, იყო მთლიანად 2 400 წუთი. რეალურად, თუ ამის მონეტიზაციას მოვახდნეთ, დაახლოებით 50 მილიონამდე იყო ამ ყველაფრის საერთო ღირებულება. საიდანაც, შესაბამისად, ხუთი მილიონი იყო დაახლოებით მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის და 45 მილიონი იყო ოპოზიციის. ამ პირობებში ვხედავთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში საუბარია სალომე ზურაბიშვილის მატერიალურ უპირატესობაზე, მაშინ როდესაც, დაახლოებით ჰქონდა ათმაგი უპირატესობა ოპოზიციას",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)