17:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 14:35:08, 795 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო ბიზნეს კომპასის კვლევაში საქართველოს საინვესტიციო ინდექსი 5 პუნქტით გაუმჯობესდა

საერთაშორისო ბიზნეს კომპასის კვლევის მიხედვით, საქართველოს საინვესტიციო ინდექსი 2014 წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა. 

საქართველომ საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით რეიტინგში 43-ე ადგილზე გადაინაცვლა.
მსოფლიო ქვეყნების საინვესტიციო გარემოს შემსწავლელი კვლევა - International Business Compass 2015 აუდიტორულმა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-მ გამოაქვეყნა.
რეიტინგში წინსვლაა 2013 წელთან შედარებითაც, ამ წლის მონაცემების მიხედვით საქართველო 54-ე ადგილზე იყო.

აღსანიშნავია, რომ  საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მეზობელ სახელმწიფოებს შორის. 

რეიტინგში სომხეთი 66-ე ადგილზეა და წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით დაიხია უკან, მაშინ როცა რეგიონის სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდათ - აზერბაიჯანი 13 პოზიციით დაწინაურდა და 65-ე ადგილზეა, უკრაინა 20 პუნქტით დაწინაურდა და 89-ე ადგილს იკავებს, ხოლო რუსეთმა  4 პოზიციით წაიწია წინ და მე-100 ადგილზეა წარმოდგენილი. 10 პოზიციით დაწინაურდა თურქეთი 2014 წელთან შედარებით და ახლა 57 ადგილზე იმყოფება.

საერთაშორისო ბიზნეს კომპასი იკვლევს ქვეყნის სანდომიანობას სხვადასხვა მექანიზმით და მოიცავს სამ მიმართულებას: ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციო-კულტურულს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics