|
2019-03-22 11:51:02, 1184 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჟვანია: საარჩევნო დარღვევები ისე უნდა იქნეს გამოძიებული, რომ კითხვები არ დარჩეს
საარჩევნო დარღვევებზე მიმდინარე სამართლებრივი დავები ისე უნდა იქნას გამოძიებული, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა. რაც შეეხებ ოპოზიციის იმ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, ცესკოს ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ, ჟვანიამ აღნიშნა, რომ „ეს იყო მხოლოდ ცარიელი სიტყვები და არც ერთ ნაწილში არ დადასტურდა ეს ბრალდება“. „ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ყველა კითხვა რაც კი არის დასმული არჩევნებთან მიმართებაში და ყველა საკითხი, აუცილებლად უნდა იქნეს როგორც კითხვებზე პასუხი გაცემული ისე საქმეები ბოლომდე მიყვანილი და გამოძიებული, რომ არ დარჩეს იმის შეგრძნება,რომ ვთქვათ არის უდანაშაულო ადამიანებიც, მაგრამ დამნაშავეებიც, რომლებიც არ ისჯებიან, თუკი ასეთი დადასტურდა“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ. დღეს, სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ კონფერენცია გაიმართება თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“, რომელსაც გახსნიან საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული როს უილსონი. ასევე მომხსენებლებად მიწვეული არიან: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ირაკლე მექვაბიშვილი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი ელჩი გერტ ჰაინრიხ არენსი.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)