|
2019-03-21 19:00:09, 1272 ნახვა
საზოგადოება
„სესიაშვილთან გარიგება რწმენაზე უარის თქმაა“ - ბიბლიური თავისუფლება კონფესიებს მიმართავს
ბიბლიური თავისუფლების ინფორმაციით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სხვადასხვა კონფესიების ლიდერებს კულუარულად ელაპარაკება. "სესიაშვილი ცდილობს მათ დათანხმებას კანონმდებლობის ისეთ მოდელზე, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების პროვილეგიით ისარგებლებს ყველა კონფესია, გარდა ბიბლიური თავისუფლებისა. ჩვენ არ გვჯერა, რომ რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი, რომელსაც პრეტენზია აქვს რწმენაზე, და რომელიც ისედაც ჩაგრულ მდგომარეობაში არსებობს დღევანდელ საქართველოში, შეიძლება შევიდეს ასეთ გარიგებაში სახელმწიფოსთან; თავს ნუ მოიტყუებს ნურცერთი კონფესია, რომ ამ ინიციატივის უკან დგას სესიაშვილი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ კანონპროექტის სულისჩამდგმელი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო - მათი დისკრიმინაციული ყოფის მთავარი შემოქმედი. შესაბამისად, სესიაშვილთან ასეთ გარიგებაში შესვლა, პირდაპირ ნიშნავს საპატრიარქოს ფეხქვეშ გაგებას და რწმენაზე უარის თქმას. ამავე დროს, თუ ასეთი გარიგების ფაქტს ექნება ადგილი, ნებისმიერი რელიგიური ლიდერის მხრიდან ასეთ შეთანხმებაში შესვლა ჩვენი მხრიდან აღქმული იქნება როგორც მიუტევებელი ცოდვა. და პასუხიც იქნება შესაბამისი", - ნათქვამია მიმართვაში.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)