|
2019-03-21 13:02:24, 1648 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ოფიციალურად გახსნა
სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა ოფიციალურად გაიხსნა. სხდომაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელიც ბელარუსის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მიხაილ რუსისთან ერთად აღნიშნული კომისიის თანათავმჯდომარეა. თავის მისალმებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ბელარუსთან, როგორც მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორთან თანამშრომლობას, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. მან ყურადღება გაამახვილა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი როგორც ორმხრივი ვაჭრობის, აგრეთვე ინვესტიციების განხორციელებისა და ერთობლივი საწარმოების ორგანიზების მიმართულებით. ამ მხრივ, მინისტრმა აქცენტი გააკეთა რამდენიმე ორმხრივ პროექტზე, რომლებიც ხელს უწყობენ ვაჭრობისა და წარმოების სფეროების დაახლოებას საქართველოსა და ბელარუსს შორის. გიორგი ქობულიამ მადლობა გადაუხადა ბელარუსის მხარეს ბელარუსში შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ ამოქმედებისთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში მინსკში საქართველოს სავაჭრო ცენტრს გახსნის. აღნიშნულ კომპანიას მიენიჭა საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის განხორციელების უფლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ტრადიციული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ნიშური პროდუქტები. გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტის განხორციელება ბელარუსის დედაქალაქში და აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს როგორც საქართველოდან პროდუქციის ექსპორტს ბელარუსში, ასევე დადებითად აისახება საქართველოს ცნობადობაზე, რაც ასევე პოზიტიურად იმოქმედებს ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქართულ - ბელარუსულ ერთობლივ საწარმოზე, რომლებიც საქართველოში ლიფტებს აწყობს. კიდე ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც გიორგი ქობულია თავის გამოსვლაში შეეხო, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა იყო. მისი თქმით, ბელარუსი საქართველოს ტოპ-ოცეული ქვეყნების სიაში, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, მეთერთმეტე ადგილზეა. 2018 წელს საქართველოში ბელარუსიდან, წინა წელთან შედარებით, 43 პროცენტით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. მისალმების დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიამ ორმხრივი კომისიის წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ორმხრივად მომგებიანი გახდება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)