|
2019-03-20 15:49:53, 1423 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: ეროვნული არქივის კინოთეატრი არ ჩამოუვარდება „კავეას“, „ამირანს“ და „რუსთაველს“
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში მუშაობის ანგარიშის გახსნისას ეროვნული არქივის ახალგახსნილ კინოთეატრზე ისაუბრა. „რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაიხსნა ეროვნული არქივის კინოდარბაზი. ეს არის კინოდარბაზი, სადაც 1970-90 იან წლებში იმართებოდა ეროვნულ არქივში შენახული ფირების ჩვენება და იყო ის კულტურული სივრცე, რა თქმა უნდა, საბჭოური და ძველებური სტილის. დღეს კი, რეკონსტუქციის შედეგად, ჩვენ გვაქვს თანამედროვე კინოთეატრი, რომელიც არ ჩამოუვარდება „კავეას", „ამირანს" და „რუსთაველს", ეს არის კინოდარბაზი, რომელიც იგივე სტანდარტებს აკმაყოფილებს - იქნება ეს Dolby ხმის სისტემა თუ სხვა. მაგრამ არის კიდევ უფრო უკეთესი იმიტომ, რომ არ არის კომერციული და ბილეთის ღირებულება - 5 ლარი - საშუალებას გვაძლევს, მაგალითად, მულტიპლიკაციური ფილმების ფესტივალი მოვაწყოთ და ბავშვებს ხელმისწავდომ ფასად ვაზიაროთ კულტურის ნიმუშები. ასევე, ახალგაზრდა, ჩვენი კულტურის სფეროს წარმოამდგენლებს დავეხმაროთ იმიტომ, რომ თქვენ იცით, ფესტივალებზე მონაწილეობა ხანდახან არის შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, თუკი შენი ქვეყნის შიგნით შესაბამისი სტანდარტის კინოდარბაზში გაქვს ნაჩვენები შენი ნამუშევარი. ეს დარბაზი არის ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ეროვნული არქივის შენობაში და პარასკევს ყველას გეპატიჟებით, აქ იხსნება ფესტივალი სწორედ იმ მულტიპლიკაციური ფილმების, რომლებიც სხვა მხრივ არის ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელი. UNICEF-ის კვლევამ აჩვენა, რომ არაერთ ბავშვს საქართველოში ერთი წიგნიც კი არ აქვს, არამც თუ მისთვის სასურველ ფილმებზე ხელმისაწვდომობა. ამ მხრივაც ვმუშაობთ, ესეც არის ჩემთვის საამაყო „წარუმატებლობა", როგორც დღეს მჭევრმეტყველებდა არაერთი ოპოზიციონერი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)