|
2019-03-20 15:13:23, 1122 ნახვა
საზოგადოება
2013-2018 წლებში პრეზიდენტის მრჩევლების ხარჯმა მილიონ ლარს გადააჭარბა
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2018-2013 წლებში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლების მიმართ გაცემული ხელფასის, პრემიისა და დანამატების, მათ მიერ საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებული სამივლინებო ხარჯის თაობაზე შესწავლის შედეგებს წლების მიხედვით აქვეყნებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული ხარჯები არ ტოვებს „ქამრების შემოჭერის“ სახელისუფლებო პოლიტიკის ტენდენციებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ნიკა გოგბერაშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ გამოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩევლების შესახებ ინფორმაცია მათი დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით, აგრეთვე ინფორმაცია 2013 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით, პრეზიდენტის მრჩევლებისთვის დარიცხული თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და დანამატის, ასევე, ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით მათი მივლინების ხარჯის თაობაზე, რათა კომპლექსურად შეფასებულიყო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს, უფლებამოსილების განხორციელების განმავლობაში, სულ 10 მრჩეველი ჰყავდა. პრეზიდენტის მრჩევლების მიერ ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით, 2013-2018 წლებში, მათი უფლებამოსილების ვადის გათვალისწინებით, შემდეგნაირად გამოიყურება: მრჩევლებმა მთლიანობაში, თანამდებობრივი სარგოს სახით მიიღეს - 695,161.52 ლარი, დანამატის სახით - 291,809.04 ლარი და პრემიის სახით - 121,559 ლარი. მთლიანობაში, პრეზიდენტის მრჩევლების ხარჯმა შეადგინა - 1,108,529.56 ლარი. • ფიქრია ჩიხრაძის თანამდებობრივი სარგო - 121,908.34 ლარი, დანამატი - 42,883.33 ლარი, პრემია - 18,013 ლარი;
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)