|
2019-03-20 12:24:54, 1215 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია უმრავლესობას: იმ პროექტს მისცემთ ხმას, სადაც „ოცნების“ იდეალები იუსტიციის საბჭოს იდეალებად გადაიქცა?!
მოგწონთ ეს პროქტი?! ამ პროექტს მისცემთ ხმას, სადაც „ქართული ოცნების“ იდეალები, იუსტიციის საბჭოს იდეალებად გადაიქცა?!“ - ამ სიტყვებით პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა. დეპუტატი უმრავლესობის იმ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ და ხუთმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნ მოსამართლეებს შეეხება. „გუშინდელი განხილვის პირველი განწყობა და ემოცია, იმ ადამიანებს, ვისაც ჯერჯერობით კიდევ ვერ გაურკვევია ღილაკების ფერი ან კაბინეტების და ოთახების გარჩევაში ხართ და თანამდებობებს არკვევთ და იქამდე ვიდრე პრიორიტეტები არის არეული და ვიღაცას ჰქონია რომ თანამდებობაზე ყოფნა ეს არის ცხოვრების საზრისი, ამ დროს საზოგადოება შინ და გარეთ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, ამ ქვეყნის კეთილისმსურველები ძალიან ღელავენ იმ ცუდი პროექტის გამო, რომელიც არის შემოთავაზებული. ვისთვისაც სასამართლო, ეს არის არა თავისუფლების გარანტი, არამედ საკუთარი ინტერესების სფერო, კორუფციისა და პირადი ინტერესების ყველაზე ნოყიერი ნიადაგი, იქამდე ვიდრე ეს პრიორიტეტები არეულია, მართლა შეუძლებელი იქნება ერთმანეთს ველპარაკოთ იმ ენაზე, რომელიც არის ყველაზე მისაღები და გასაგები ენა საზოგადოებისთვის, მე მინდა კოლეგებს ვკითხო და არა იმ 5 ადამიანს და სიმბოლურია ეს ციფრი, ვისაც ძალიან მოსწონს ეს პროექტი ან ვისაც მიაჩნია, რომ იუსტიციის საბჭოს უშტატო თანამშრომელი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში. მე მინდა იმ ადამიანებს ვკითხო, ვისაც ჰქონდა მოლოდინი ამ დეკემბრის მძიმე მოვლენების შემდეგ, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მე მაინტერესებს თქვენ მოგწონთ ეს პროქტი?! ამ პროექტს მისცემთ ხმას, სადაც „ქართული ოცნების“ იდეალები, იუსტიციის საბჭოს იდეალებად გადაიქცა?!“ - მიმართა ყოფილ თანაგუნდელებს ბესელიამ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)