|
2019-03-20 10:15:23, 1177 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი გეგმის მიხედვით, მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს
ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა გახდეს ის, რომ პედაგოგის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული უნდა იყოს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში "პირისპირ" სტუმრობისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა სექტორში არსებულ საშუალო ხელფასს მოიცავდა და აღნიშნა, რომ განათლების სფეროში საშუალო ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. „პირადად ჩემთვის ეს არის დიდი ტრაგედია, ვინაიდან სახელმწიფოში სწორედ პედაგოგის, მასწავლებლის შრომა უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული. ჩვენი გეგმის მიხედვით, ხელფასი, რომელიც მასწავლებელმა უნდა მიიღოს 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტობრივად სამჯერ ვზრდით ანაზღაურებას. ეს აუცილებლად გასაკეთებელია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში დაასახელა იაპონიის წარმატებული მაგალითი, რომელმაც სკოლამდელ განათლებაში მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. „სკოლამდელი განათლება არის ძალიან ფაქიზი თემა. სამწუხაროდ, საქართველოში სკოლამდელი განათლება საერთო განათლების სისტემის ნაწილი არ იყო, რაც დიდი შეცდომაა. ჩვენ ამას გამოვასწორებთ, ვინაიდან სკოლამდელ ასაკში ბავშვის ნიჭის და პოტენციალის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იაპონია ამ კუთხით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად ითვლება და ჩვენ ვსწავლობთ ყველა ქვეყნის წარმატებულ გამოცდილებას. რაც შეეხება სასკოლო განათლებას, ჩვენ სწორება გვაქვს ფინურ მოდელზე. პროფესიულ განათლებაში კი ჩვენთვის მთავარი ორიენტირია გერმანიის, ისევე, როგორც შვეიცარიისა და ავსტრიის გამოცდილება, ვინაიდან ჩვენმა ინიციატივამ უნდა უზრუნველყოს მყისიერი დასაქმება და პროფესიულ განათლებას ამ ყველაფერში გადამწყვეტი როლი აქვს", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)