|
2019-03-19 15:45:42, 1322 ნახვა
პოლიტიკა
კვაჭანტირაძე - სესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგები პოსტიდან - „ოცნებას“ უმრავლესობა პარლამენტში აღარ ჰყავს
თქვენ დღეს დაინახეთ, რომ პრაქტიკულად, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს, - ამის შესახებ დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას „ისტორიულად სამარცხვინო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და კომიტეტის თავმჯდომარეობას საკუთარი სურვილით დატოვებს. „პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა, რაც მის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა, მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად და არცერთ შემთხვევაში არ გამეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე, თქვენ დღეს დაინახეთ, რომ, პრაქტიკულად, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს იმიტომ, რომ მიუხედავად ძალიან დიდი პრესისა, რომელიც ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს დღეს დილიდან, გუშინ საღამოდან. სპეციალურად ჩამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი, დაასწრეს უმრავლესობის სხდომას, რომ შეექმნათ ანტურაჟი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს ვაჩვენე, პრაქტიკულად, სახე აი ამ მმართველობის ქვეშ რა დღეშია „ქართული ოცნება“ და უმრავლესობა, მე მაინც მივიჩნევ, რომ ამ სესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგები ამ თანამდებობიდან“, - გაანცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი, სულ მცირე 76 ხმაა საჭირო. საკითხზე ხელახალი კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება. ამასთან, კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდმა დააყენა. როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს. მანვე განაცხადა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით არ გამოირჩეოდა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)