|
2019-03-19 12:01:19, 1123 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ჯგუფებს და რელიგიურ ორგანიზაციებს კონსულტაციებს სთავაზობს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი საკუთარ ინიციატივაზე კონსულტაციებს პოლიტიკურ ჯგუფებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს სთავაზობს. მისი განმარტებით, სწორედ კონსულტავიების შემდეგ მოხდება აღნიშნული ინიციატივის კომიტეტზე განხილვა. „ჩემმა ინიციატივამ გარკვეული აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში, მათ შორის, ადგილი ჰქონდა გარკვეულ სპეკულაციას იმდენად, რამდენადაც ჩემი პროექტის მიხედვით არანაირი მინიშნება-მითითება არ არის რომელიმე პროფესიისთვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე. ჩემთვის მთავარი ამოცანაა, რომ რამდენადაც გაწვევის სისტემას შეექმნა გარკვეული პრობლემა, მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციები არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ მოცემულობას, ამიტომ ჩემი ინიციატივა სწორედ ამას ეფუძნებოდა, თუმცა რადგან საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული მოსაზრება რომ შეიძლება ამას ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი, მე ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, ყველა პოლიტკურ ძალას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ კონსულტაციები, მათ შორის უახლოეს ხანებში მე ვგეგმავ შეხვედრას იმ რელიგურ ორგანიზაციებთან, რომლებიც კეთილსინდისიერად სარგებლობენ ამ შეღავათით და მოგიწოდებთ ყველას რომ ამ შემთხვევაში ერთობლივად ვიმსჯელოთ. თუ ასე გაგრძელდა მთლიანად სერიოზული პრობლემა შეემთხვევა მთლიანად თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს. ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებამ გამოიწვია ის რომ 6900 წვევამდელმა თავი აარიდა კონსტიტუციურ ვალდებულებას, ამიტომ გავაგრძელოთ კონსულტაციები, ხოლო მას შემდეგ რაც შევჯერდებით და მოვხსნით შფოთვას რელიგიურ ორგანიზაციებში ადგილი არ ჰქონდეს დისკრიმინაციას, შემდეგ მოხდება მისი კომიტეტზე განხილვა“, - გაანცხადა ირაკლი სესიაშვილმა. საქმე ეხება, ირაკლი სესიაშვილი ინიციატივას, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, მართლმადიდებელ ეკლესიას საუბარი არ ეხება. დეპუტატის განმარტებით, ზოგიერთი ორგანიზაციის მიერ აღნიშნული ნორმის არასამართლიანად გამოყენების გამო, სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)