|
2019-03-18 17:57:05, 1566 ნახვა
სამართალი
სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანს და „ვეტერანთა ვაზიანის კავშირის“ ხელმძღვანელს 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯათ
სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანს და ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის ხელმძღვანელს ქრთამის აღებისთვის 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯათ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქრთამის აღებაში ბრალდებული, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ქრთამის აღებაში დახმარებისთვის ააიპ „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის" ხელმძღვანელი მ.გ. დამნაშავედ იქნა ცნობილი. უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, გ.გ.-მ და მ.გ.-მ შეიტყვეს, რომ მოქალაქე ლ.ს.-ს, რომელიც ქ.თელავში, სამხედრო ქალაქის დასახლებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ფართიდან სამხედრო პოლიციამ 2016 წელს გამოასახლა, აღნიშნული ფართის დაკავებით ისევ იყო დაინტერესებული. „2018 წლის ივნისში გ.გ და მ.გ. რამდენჯერმე შეხვდნენ ლ.ს.-ს და დაჰპირდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ იგი ქრთამის სახით 4000 ლარს გადაიხდიდა, მას შესაძლებლობას მისცემდნენ ყოველგვარი დოკუმენტაციის და იურიდიული საფუძვლის გარეშე, უნებართვოდ შესულიყო სამხედრო ქალაქის დასახლებაში არსებულ ფართში. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ლ.ს.-ს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებისგან პრობლემები შეექმნებოდა, გ.გ. თავის სამსახურებრივ ავტორიტეტს გამოიყენებდა და სამსახურებრივ მფარველობას განახორციელებდა, რათა სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ არ მომხდარიყო მისი და მისი ოჯახის წევრების ბინიდან გამოსახლება. 2018 წლის 27 ივნისს მ.გ ქ.თბილისში სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ლ.ს.-ს, რა დროსაც გ.გ-სთვის ქრთამის სახით გადასაცემად მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2000 ლარი გამოართვა. 2018 წლის 29 ივნისს კი მ.გ. და გ.გ. ლ.ს.-ს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის ტერიტორიაზე შეხვდნენ, მ.გ-მ ქრთამის სახით დარჩენილი 2000 ლარი გამოართვა, რის შემდგომაც მთლიანი თანხა 4000 ლარი გ.გ. -ს გადასცა. სამართალდამცავებმა გ.გ. და მ.გ დანაშაულის ჩადენის მომენტში, ქრთამის აღების შემდეგ დააკავეს. გ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება), ხოლო მ.გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღებაში დახმარება) წარედგინა და ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. და მ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პრიკურატურის განცხადებაში.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)