|
2019-03-18 13:31:26, 1217 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე უმრავლესობის კანონპროექტზე - სასამართლო „კლანი“ კი არა „ჭინკების კორპორაციაა“
„კლანი კი არა, ეს არის უკვე ჭინკების კორპორაცია“ - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტს. დეპუტატის განცხადებით, მისი ფრაქცია აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი კიდევ უფრო ამტკიცებს ამ ე.წ. კლანის პოზიციებს სასამართლოში. კლანი- ასე შევეჩვიეთ. კლანი კი არა, ეს არის უკვე ჭინკების კორპორაცია, რაღაც გაერთიანებული ჯგუფი,რომელიც ყველანაირად ცდილობს საკუთარი და ხელისუფლების ინტერესების დაცვას და ამ დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია სწორედ ეს კანონპროექტი,რომელსაც განვიხილავთ. ეს კიდევ უფრო აუარესებს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ამას მხარს არ დავუჭერთ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)