|
2019-03-18 11:59:10, 1102 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: სააკაშვილის რეჟიმის დროს სისტემურ დანაშაულებზე სასაუბროდ სივრცეები დახურული იყო
„სააკაშვილის რეჟიმის დროს სისტემურ დანაშაულებზე სასაუბროდ სივრცეები დახურული იყო“, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, გადაცემა „იმედი live“-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანში უმძიმესი სისტემური დანაშაულებები ხდებოდა, ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ანგარიშებში ასახული არ იყო არა იმიტომ, რომ თვალ ხუჭავდნენ ამ პრობლემებზე, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო დახურული სივრცეები ამ თემებზე სასაუბროდ, მედიის თავისუფლება კი იყო უკიდურესად შეზღუდული. „მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰქონდა უმძიმესი სისტემური დანაშაულები, იმის გამო, რომ მედიის თავისუფლება იყო უკიდურესად შეზღუდული და სივრცეები, სადაც შეიძლებოდა ამ პრობლემებზე საუბარი, იყო უკიდურესად შეზღუდული, ქვეყანაში ეს არ იყო განხილვის საგანი, ადამიანები ამაზე ერთმანეთს ყურში ეჩურჩულბდნენ. შესაბამისად, ბევრი სისტემური დანაშაული იმ წლის ანგარიშებში ასახული არ იყო. საია-დან რამეს თუ მოვახვედრებდით, ძალიან გვიხაროდა. რეალურად დისკუსია იმაზე, რომ მასიური პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა იყო ქვეყანაში და ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი და ეს გამოიყენებოდა ადამიანების შანტაჟისთვის, გროვდებოდა ზღვა სიბინძურე, ასეთი რაღაცეები ამ ანგარიში არ ყოფილა. მაშტაბი წამების, არაადამიანური მოპყრობს - არც ეს მოხვედრილა ამ ანგარიშში, იმიტომ კი არა, რომ ისინი თვალს ხუჭავდნენ ამ პრობლემებზე, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო დახურული სივრცეები ამ თემებზე სალაპარაკოდ და თუ საიას მიაქცევდა და ერთი ორ ორგანიზაციას, ეს იყო მაქსიმუმი",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)